Foto

CNN - ზელენსკი ბაიდენთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს.

წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გზაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი უკრაინელი კოლეგის ვიზიტის დროს უკრაინისთვის დამატებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას დააანონსებს.