მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
როგორც ალასანიამ "ვივამედში" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილმა სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა.
"მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა", - უთხრა პრეზიდენტის დედამ მედიის წარმომადგენლებს.
ალასანია ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას და თქვა, რომ მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის.
„ეს განმარტება ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვაქვს კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. ეს დასკვნა სწორი არ არის, ვერაფერს დაამტკიცებს. თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს მიუტანოს“, - აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა არ დასტურდება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press