რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება "განაგრძოს მხარდაჭერა და გააუმჯობესოს მზადყოფნა" ბირთვული იარაღისთვის.
მან აღნიშნა, რომ ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტიაა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი. სტრატეგიული პრიორიტეტი არის ძალთა საერთო ბალანსი მსოფლიოში“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე.
პუტინმა ასევე დაადანაშაულა ნატოს ძირითადი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პოტენციალის გამოყენებაში.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს ნატოს პრაქტიკულად ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები რუსეთის წინააღმდეგ არის გამოყენებული“, - განაცხადა მან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press