Foto

დანილოვი - ჩვენ აქტიურად ვემზადებით მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს

ჩვენ გვესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ღია ბრძოლაში ჩვენი დამარცხების შესაძლებლობა არ აქვს. ისინი ახლა ჩიხში არიან, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ჩიხში ჩაგდებული ვირთხის პოზიციაშია, რაც რეალურად ყველაზე საშიშია. მან დასძინა, რომ უკრაინა აქტიურად ემზადება მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ომის დასრულებისთვის.

„ჩვენ გვესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ღია ბრძოლაში ჩვენი დამარცხების შესაძლებლობა არ აქვს. ისინი ახლა ჩიხში არიან. და ჩიხში ჩაგდებული ვირთხა ყველაზე საშიშია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ მომენტში“, - განაცხადა დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.