ხვალ 22 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო გაიმართება,სასამართლო იმას კიარ წყვეტს ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს თუ არა მესამე პრეზიდენტმა, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, 22 დეკემბერს ჩანიშნულ მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლოსთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ნათელია თუ როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება, დრო კი არ იცდის, საქართველომ არ უნდა დადგეს იმ მოცემულობის წინაშე, რომლის წინაშეც1993 წელს დადგა, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებით. მან დასძინა, რომ არჩევანი კიდევ არსებობს, რომელიც სულ მალე შეიძლება აღარ იყოს, აქედან გამომდინარე არ უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად საქართველოს მომავალი.
"ხვალ 22 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო გაიმართება,სასამართლო იმას კიარ წყვეტს ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს თუ არა მესამე პრეზიდენტმა, სასამართლო ხვალ გადაწყვეტს აქვს თუარა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები თუ ეს უფლებები ქვეყანაში საბოლოოდ უკვე გაუქმებულია. მე არაერთხელ ვთქვი რომ ვითვალისწინებ დაცვის პოზიციას, რომ ველოდები ვერდიქტს, ვამბობდი იმასაც რომ ნეგაური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად, მაგრამ დრო არ ითმენს,პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც, თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი, არადა თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება. ყველა ვხედავთ როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება გამომდინარე აქედან ვითხოვთ გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, შესაბამისად ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმა. ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბედი და ქვეყნის შემდგომი უბედობა, ჩვენ კიდევ გვაქვს არჩევანი რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად საქართველოს მომავალი." - განაცხადა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press