დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
მისივე თქმით, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა კვლავ უნდა გაგრძელდეს, რათა გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს. მან დასძინა, რომ გამართავს მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის საკითხების გასაძლიერებლად, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად.
"დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის და ასევე იმისთვის, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს. მე გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად . კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
მომავალ წელს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელს ჩვენ მიწას და ხალხს" - განაცხადა ზელენსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press