საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ უკრაინისთვის შეიძინა 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების მაღალი სიმძლავრის გენერატორები, რომლის დახმარებითაც უკრაინას შეძლებს საგანგებო რეჟიმში ისეთი სამრეწველო ტიპის ობიექტების ამუშავებას, როგორებიცაა : კლინიკები, კვების ობიექტები და სხვა მრავალი კრიტიკული ინფრასქტრუქტურა.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" უკრაინისთვის შეიძინა 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები. ეს არის მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტებისთვის." - ვკითხულობთ განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press