Foto

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე წუხელ სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ და სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

45 წლის მიხეილ თევდორაძე რამდენიმე დღის წინ, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპა. მასთან ერთად, დაიღუპა სერგო ქართველიშვილიც, რომლის გადმოსვენებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბახმუტიდან ამ დრომდე ვერ გამოასვენეს ასევე 5 ქართველი მებრძოლი, რომლებიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში 3 დეკემბერს დაიღუპნენ.