ეს არის სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვნახეთ მათ შორის ჩვენ დღეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მესამე პრეზიდენტის წონის კლება შერჩევითმა კვებამ და კუჭის ოპერაციამ გამოიწვია.
"ეს ძალიან უნიჭო სიმულაციაა. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც გამოაქვეყნა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ. ის არის შერჩევით კვებაზე, მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ჩვენ ვიზუალიდან. დანარჩენი რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერც ერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვნახეთ მათ შორის ჩვენ დღეს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press