რუსეთი, სავარაუდოდ, 22 ან 23 დეკემბერს უკრაინაზე მორიგ მასიური სარაკეტო თავდასხმას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Pravda უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის წყაროების ცნობით, რუსეთი მინიმუმ 67 საკრუიზო რაკეტას გაუშვებს და დარტყმაში ჩართავს ყველა ხელმისაწვდომ საკრუიზო რაკეტის მატარებელს, რომელთა მანძილი 500 კილომეტრი და მეტი იქნება.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში სევასტოპოლის საზღვაო პორტმა 23-დან 27 დეკემბრის ჩათვლით შეზღუდა ნებისმიერი გემისა და თვითმფრინავის გადაადგილების არეალი რაკეტების გასროლის გამო.
ცნობისთვის, რუსეთმა წინა მასიური სარაკეტო შეტევა 16 დეკემბერს განახორციელა. მაშინ ოკუპანტებმა 74 რაკეტა გაისროლეს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press