რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზონაში სასტუმროს დაბომბვის შედეგად დაშავდა. ინციდენტის დროს ასევე დაიჭრა ვიტალი ხოცენკო, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის მარიონეტულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას.
როგოზინი აცხადებს, რომ ვიღაცამ „ინფორმაცია გასცა“ იმის შესახებ, რომ ის იმყოფებოდა სასტუმროში. მისივე თქმით, რამდენიმე თვეა იმყოფება სასტუმროში, თუმცა მსგავსი აქამდე არ მომხდარა. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა გამიზნული იყო.
დონეცკის გარეუბანში თავდასხმას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, როგოზინი საყოველთაოდ ცნობილია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერით.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press