"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე 8-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. დეპუტატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტიდან გუშინ, გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ენმ-ში აცხადებენ, რომ კირკიტაძე შიმშილობის გაგრძელებას, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს.
"წნევის მაჩვენებელი ჰქონდა ძალიან რთული და ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანის. გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალსში". შიმშილობის გაგრძელებას, ალბათ, ვერ შეძლებს", - ამბობენ პარტიაში.
ცნობისთვის, დავით კირკიტაძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო. მოშიმშილეებს მოგვიანებით დეპუტატი თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press