დღეს, ვინც ამბობს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, არის ან მსუყედ დაფინანსებული პროპაგანდის მსხვერპლი, ან თაღლითი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წამყვან გამოცემებს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
"დღეს, ვინც ამბობს ან ვინც აწვდის ეგეთ ინფორმაციას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, არის ან მსუყედ დაფინანსებული პროპაგანდის მსხვერპლი, ან თაღლითი. არა მარტო CNN, არამედ მთელი რიგი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები, ერთი და იგივე ტექსტით გამოდიან და შეცდომაში შეჰყავთ საერთაშორისო საზოგადოება. ძლიერი პროპაგანდაა და ეს ინფორმაცია არის თაღლითური და ვინც ეგეთ ინფორმაციას ავრცელებს უკვე საერთაშორისო დონეზე, არის საერთაშორისო თაღლითი",- ამბობს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press