ჩვენი დიპლომატები აშშ-ში ყველა შესაძლებლობას იყენებენ რუსეთის პოზიციის ასახსნელად. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის შეტაკების რისკი მაღალია, - განაცხადა რუსეთის ელჩმა ამერიკაში ანატოლი ანტონოვმა.
მისივე თქმით, რუსეთს არ გაუყინავს დიალოგის პროცესი, მაგრამ რთული სათქმელია, თუ როდის განახლდება დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ.
"მკაცრად რომ ვთქვათ, დღეს ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება განახლდეს დიალოგი - დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ არ გაგვიყინავს ეს პროცესი , ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო-ინდუსტრიული ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლველად." - განაცხადა ანტონოვმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press