კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ თავისი წილი პასუხი უკვე აგო ჩადენილ ქმედებებზე, რაც აისახა მის რეიტინგებზეც, NDI, IRI, GORBI კვლევებში, სადაც გახარიას მისი თქმით პულსი აღარ ესინჯება და 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% აქვს და ხან 2% .
მან დასძინა, რომ გახარია 2024 წლის საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს.
"კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, მერე მეორედ უღალატა გუნდს, ,,პოლიტიკაში დაბრუნდა" 43% ვერ უნდა გადალახოს ,,ქართულმა ოცნებამო", მერე დედაქალაქის მერობა მოინდომა და მიიღო თბილისელებისგან პასუხი! თვეების განმავლობაში არ შეხვედრია თანაპარტიელებს, ძლივს შეხვდა და იქაც მმართველ გუნდზე და ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა: ყველას მოგეკითხებათო, პერსონალურად აგებთ პასუხსო, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდებაო და ა.შ. ხუხაშვილის მოტანილი ქსივით დასაქმებულო: ბიძინა ივანიშვილი და გუნდი გენდო, თანამდებობაზე დაგნიშნეს, ყველაზე საპასუხისმგებლო სამინისტროები ჩაგაბარეს, მერე პრემიერ-მინისტრად დაგნიშნეს, მერე გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები? შენ შენი წილი პასუხი უკვე აგე, ყველა კვლევაში NDI, IRI, GORBI არსად პულსი აღარ გესინჯება, 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% გაქვს და ხან 2% . 2024 წელს რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავ ბავშვმაც კი იცის უკვე“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press