Foto

ბაიდენმა ხელი მოაწერა 858 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს 2023 წლისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 858 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს 2023 წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, 2023  წლისთვის გამოყოფილი თანხიდან 800 მილიონი დოლარი მოხმარდება უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" - ვკითხულობთ განცხადებაში.

სენატის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება რუსეთის უსამართლო  თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში.