პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ომის დასასრული. მტერთან კომპრომისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა და ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობდეს. ამის შესახებ ინფომაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისივე თქმით, უნდა გავრცელდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უსაფრთხოების გარანტიები და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. მან დასძინა, რომ სამუშაო ბევრია, მაგრამ მაქსიმალური ერთგულებით შეძლებენ მტრის დამარცხებას ყველა ფრონტზე.
"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ომის დასასრული. მტერთან კომპრომისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა და ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობდეს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უსაფრთხოების გარანტიები და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, 1991 წლის საზღვრებში დაბრუნება, ინიციატივა Grain from Ukraine, სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და დასავლეთის ქვეყნებთან მუშაობა... ბევრი სამუშაოა. საჭიროა მაქსიმალური ერთგულება და ეფექტურობა და მტერს ყველა ფრონტზე დავამარცხებთ", - განაცხადა ერმაკმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press