Foto

რუსეთში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა - დაღუპულია 3 სამხედრო - BAZA

რუსეთში, ქალაქ ენგელსში სამხედრო აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა. ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს. 

როგორც რუსული სახელისუფლებო მედიები წერენ, ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავები ამოწმებენ.

მათივე თქმით, მომხდარს ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ენგელსის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონის ნამსხვრევებმა სამი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.