არ მინდა ჩვენ კოლეგა სახელმწიფოებზე რამე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენ ორჯერ-სამჯერ წინ ვართ და ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
"ჩვენმა ქვეყანამ მიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ, კარგად გვესმის ჩვენ ყველას, თუმცა არ მინდა ჩვენ კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენ ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, თუმცა, გასაგებია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press