Foto

ადმინისტრაცია - ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამის მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა. 

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, პროტოკოლმა მისთვის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო.

"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ,,ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა",- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე ელჩებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.