რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა TACC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გალუზინის განცხადებით, პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია "როგორც კი, ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება".
"ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ბოლო დროს კი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი იზრდება. 2012 წელს, ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლა კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.
რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა გავიხსენო, რომ ის 2008 წელს გაწყდა თბილისის ინიციატივით. თბილისის, სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press