სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზა დანიშნულია სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებულია ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც, დაწესებულებაში ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე, მძიმე მეტალებზე გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია.
"ინტერექსპრესნიუსი" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე, საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბატონი სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. რა დროსაც ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.
საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღიად და გამჭირვალედ აგრძელებს გამოძიებას და გააკეთებს ყველაფერს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ყველა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ქონდეთ წვდომა", - ნათქვამია განაცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press