დღეს, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ პატიმარი საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს.
"დღეს, ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე. თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს და ასევე, იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდეს, აზარაშვილი პასუხობს:
"ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press