Foto

უკრაინის საჰაერო ძალები ენგელსის აფეთქებაზე - ეს არის შედეგი იმისა, რასაც რუსეთი ჩვენს მიწაზე აკეთებს

რუსეთში, ქალაქ ენგელსში სამხედრო აეროდრომის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, კიევში "უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები" უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”ეს არის შედეგი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენს მიწაზე. თუ რუსებს ეგონათ, რომ ომი არ მოახდენდა გავლენას, მაშინ ისინი ცდებოდნენ”, - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა.

მან აღნიშნა, რომ „აფეთქებების რეალური შედეგების“ შესახებ გაცნობა მხოლოდ რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, როცა აეროდრომის სატელიტური სურათები გამოჩნდება.

შეგახსენებთ, ორშაბათს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროდრომის თავზე უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სააგენტო ასევე იტყობინება სამი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ - სავარაუდოდ "ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად".