რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის გამართვის ინიციატივით გამოდიან.
ფეიგინი Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს 2023 წლის 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
"2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. შეიკრიბეთ ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს მარკ ფეიგინი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, მანამდე რუსმა უფლებადამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს.
ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებოდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press