არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საქართველოს პრეზიდენტი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს, ეს სალომე ზურაბიშვილისა და მისი კარიერისთვის "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" იქნება.
"საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის - აქედან დაწყებული, გაგრძელებული - იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ჰყავს თავისი ავტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა წარიმართოს პიარ-კამპანია. თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე, ზოგადად, მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება", - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press