მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-შეწყალებაზე ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც ნათელაშვილმა ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანხმობა სჭირდება.
"სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის განკარგულებისა და დავალების გარეშე, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერც ერთ სფეროში ვერ მიიღებს. ეს დაადასტურა განვლილმა წლებმა.
სააკაშვილის გათავისუფლება-შეწყალებაზე ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ არ იქნა პატრუშევისა და პუტინის თანხმობა მოსკოვიდან", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ეს მისთვის და მისი კარიერისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება" იქნება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press