Foto

ოდიშარია ოპოზიციაზე - პარაზიტირებენ სააკაშვილით, ხოცავენ ერთმანეთს, კუ და მორიელის დაპირისპირება აქვთ შიგნით

ერთადერთი, ხელისუფლება არის, მართლა ვინც დარდობს იმაზე, რომ ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილზე. 

მისივე თქმით, ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის თემით სპეკულირება და შიდა დაპირისპირება ხდება.

მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტისგან კი პასუხი “არა და არასდროს” იყო.

"საქართველოს პრეზიდენტი, ზოგადად, ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელი არის სახელმწიფოში და  მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისი უფლებაა. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღებს, უბრალოდ, მახსოვს, რომ მან თქვა "არა და არასოდეს". სიახლეს ან მის განწყობას არ ვიცნობ. 

პარაზიტირებენ სააკაშვილით, ხოცავენ ერთმანეთს, კუ და მორიელის დაპირისპირება რომ აქვთ შიგნით, ჭამენ და სააკაშვილს იყენებენ, ვინ უფრო მეტად... კავკასიურ ცარცის წრეში მიშოს რომ ქაჩავენ აქეთ-იქით და არ შემოეხლიჩოთ, გული მისკდება. ერთადერთი, ხელისუფლება არის, მართლა ვინც დარდობს იმაზე, რომ ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს. " - განაცხადა ოდიშარიამ.