მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
როგორც ბერბოკმა რუმინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მთელმა ევროპამ იგრძნო, თუ რას ნიშნავს ავტორიტარულ რეჟიმზე დამოკიდებულება.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კვალდაკვალ, მთელ ევროპაში ვგრძნობდით, რას ნიშნავს იყო ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებული. პუტინი ენერგიას იარაღად იყენებს - ეს მტკივნეული გაკვეთილი უნდა გვესწავლა... ისევე, როგორც ბევრი რუსს, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც მეზობლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ არ გვაქვს ილუზიები - ჩვენ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ, ფსონი ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივ გაძლიერებაზე უნდა დავდოთ. სანამ გაგრძელდება სასტიკი, აგრესიული ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ჩვენ თანდათან გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა იცავს ევროპის თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით", - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ "ევროპა ძლიერი და ერთიანია. ის, წელს, იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press