გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან 26 დეკემბრამდე, 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა.
დაღუპულთა შორის 2 719 მამაკაცი, 1 832 ქალი, 175 გოგონა და 216 ბიჭია, ასევე, 38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია.
დაშავებულთა შორის 2 364 მამაკაცი, 1 709 ქალი, 229 გოგონა და 318 ბიჭია, ასევე, 253 ბავშვი და 6 074 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია.
დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაღუპულია 4 052, ხოლო დაშავებულია 5 643 ადამიანი.
სამოქალაქო მსხვერპლის დიდი ნაწილი მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვამ, ასევე საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, შეფერხებულია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press