საქართველოში მეორეჯერ არ უნდა ვკლავდეთ რუსეთის დავალებით პრეზიდენტს, - ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ბრალეულობის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანებს წამებით არ უნდა კლავდნენ.
"საქართველოში არ უნდა კლავდნენ წამებით არც ერთ ადამიანს, მათ შორის ბრალეულობის მიუხედავად - არის დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რასაც მათ ინსტინქტი უკარნახებთ, შინაგანი მდგომარეობა. ეს არ არის პოლიტიკური თემა", - ამბობს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, 23 დეკემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს არაერთი პოლიტიკოსი აწერს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press