ბ-ნო კახი, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს - თქვენთან გამომატანა ხელბორკილები - მოირგეთ იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ მისი ტარება, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.
ნადირაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას კალაძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ როდესაც ეს განცხადებები ვლადიმერ პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა, უხერხულია.
"ბ-ნო კახი, არ შემიძლია, რომ არ გითხრათ - თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები და როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა ხოლმე, ცოტა უხერხულია... მე კითხვა აღარ მაქვს, ყველაფერი გარკვეულია. ბ-ნო კახი, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს - თქვენთან გამომატანა საჩუქრად ეს ნამდვილი ხელბორკილები - მოირგეთ იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება", - მიმართა ნადირაძემ კალაძეს.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის მეთაურმა მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოსმენაზე, სხდომათა დარბაზში, ვითარება არაერთხელ დაიძაბა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press