მე ძალიან მაინტერესებს და მაქვს კითხვები, აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007-ში? - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან აქციის მონაწილეებს, რომლებიც მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.
პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.
„მე ძალიან მაინტერესებს მე მაქვს ჯერ კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში და სად იყვნენ? მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ "ქართუ ბანკში", ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ.
მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ. ეს არა არის შეწყალება? და სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით. ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე სადაც არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press