ძალიან ღირსეული წინაპრების შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი და თუ უნდა, რომ მათ გვერდით დაიმკვიდროს ადგილი, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ეს ნაბიჯები მას ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქვეყანაში.
"ძალიან ღირსეული წინაპრების შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი და თუ უნდა, რომ მათ გვერდით დაიმკვიდროს ადგილი, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. ეს ნამდვილად იქნება ის ნაბიჯი, რომელიც დაუმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ქვეყანაში" - განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press