რა გასაკვირია, თუკი, სალომე ზურაბიშვილი სერიოზულად არის შეშფოთებული ერთი მხრივ, ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნების საკითხით და მეორე მხრივ, საკითხით, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას და ჰქვია დასავლური მომავალი, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.
როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი "ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს რეალობას ძალიან საღად აფასებს".
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა პირდაპირ დაუკავშირდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, სტატუსის მიღებას და ევროკავშირში გაწევრიანებას. სახელმწიფოებრივ მიზნებსა და ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ვართ. რა გასაკვირია, თუკი, სალომე ზურაბიშვილი სერიოზულად არის შეშფოთებული ერთი მხრივ, ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნების საკითხით და მეორე მხრივ, იმ ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას და ჰქვია დასავლური მომავალი... ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია", - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პრეზიდენტს შეხვდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს "რატომღაც ყველა ებრძვის".
"მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. ვერავინ ვერ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს, ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმები, შანტაჟის მცდელობები", - თქვა ზურაბიშვილმა.
შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტმა განაცხადა:
"მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press