უაზრო ბარბაროსობა, - ასე აფასებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მასობრივ სარაკეტო თავდასხმას.
როგორც კულება Twitter-ზე წერს, ასეთ ვითარებაში "ნეიტრალურობა" რუსეთისთვის მხარდაჭერის ტოლფასია.
"უაზრო ბარბაროსობა - ეს ერთადერთი სიტყვებია, რაც მახსენდება, როცა რუსეთი ახალ წელს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში მორიგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებს. არ შეიძლება იყოს „ნეიტრალიტეტი“ ასეთი მასობრივი ომის დანაშაულების წინაშე. პრეტენზია "ნეიტრალურობაზე" რუსეთისთვის მხარის დაჭერას უდრის", - წერს კულება.
ცნობისთვის, დილიდან რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და დედაქალაქ კიევზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა კერძო შენობა და მანქანა დააზიანა. დედაქალაქისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს მოუწოდებენ, საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე, თავშესაფრებში დარჩნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press