არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა.
მისივე თქმით, მოცემული პროცესი რეტროსპექტულად უკან გადათვლით ხდება, მათ იციან თუ როდის გაისინჯა სააკაშვილი და როდის ჩატარდა კვლევა, აქედან გამომდინარე ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი, რათა ნივთიერებების ორგანიზმიდან კლება და შემდგომ გაქრობა მოხდეს.
"არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა... გაუთავებლად. ნორმებზე რომ ედავებოდნენ, უკან გადათვლა ხდება, აი ნახეთ, რეტროსპექტულად, ეს ხდება უკან გადათვლით, რომელიც იმ დროს არის, როცა გაისინჯა, ის უკვე აღარ შეესაბამება. იკლებს, კლებას იწყებს მერე, ქრება ის... და იმის მიხედვით იციან, რამდენი აკლდება დღეში და იმის მიხედვით ანგარიშობენ. აი, იმ დრომდე აყავთ, როცა მოხდა..." - განაცხადა გიული ალასანიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press