რუსებმა დღეს ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კონსტანტინოვკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
მისივე თქმით, სკოლა-ინტერნატში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი ადამიანი,თავდასხმის დროს კი, იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა, გარდა ამისა კიდევ ორი რაკეტა ჩამოვარდა საერთო საცხოვრებლის ეზოში, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
"სკოლა-ინტერნატში, სადაც ახლა განსახლების ცენტრია განთავსებული, ორი რაკეტა ჩამოვარდა - რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმის დროს იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა.
კიდევ ორი რაკეტა ყოფილ კინოთეატრთან და საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩამოვარდა - შენობებში მინები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა." - განაცხადა კირილენკომ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press