მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ამ საშინელი ომისთვის აუცილებლად დაისჯება.
„ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებლად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი ომისთვის. მაქსიმალურად დაისჯებიან",- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმითვე, რუსეთმა არ თქვა უარი შეშლილ მიზანზე, დონეცკის ოლქში ადმინისტრაციულ საზღვრებზე ახალ წლამდე გავიდეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press