რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება, - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო იერიშს.
როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, EU-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი იქნება.
„კიდევ ერთი უაზრო და მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განურჩევლად ანადგურებს ინფრასტრუქტურას და სამედიცინო დაწესებულებებს, განზრახ ირჩევს სამიზნეს და კლავს სამოქალაქო პირებს. რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება", - ბორელი.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, 29 დეკემბერს უკრაინის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი კიევი დაბომბეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press