Foto

სააკაშვილი - გაირკვა, რომ პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში - კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო

როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, ვლადიმერ პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „Украинская правда“- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ციხის საავადმყოფოში მოხდა მისი მოწამვლა, რაც მომგებიანი, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის იყო.

„ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა. 

რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში პუტინისთვის იყო მომგებიანი, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო.

მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და, როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული იყო, რომ არ მოვკვდი. მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ-ს ვიწონი”, - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, Украинская правда-მ მიხეილ სააკაშვილს კითხვები 2 კვირის წინ გადაუგზავნა, რომლებსაც მან პასუხი წერილობით გასცა.