პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებულ მეთაურს ასლან ბჟანიას ახალი წელი.
პუტინმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთისა და აფხაზეთის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების საკითხში, მისივე თქმით, საქმიანობის ეს ორმხრივი მოდელი, გამოიწვევს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
"პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ საქმიანობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის მიხედვით - ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას, აფხაზეთის მოსახლეობას კი წარმატებას და წინსვლას" - განაცხადა პუტინმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press