საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტიდან 2023 წელს 132 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას PBS ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ბაიდენმა ხელი მოაწერა სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტს, რომელიც 1 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კანონპროექტში ყურადღება მაქსიმალურად გამახვილებულია სამხედრო დაფინანსებაზე, აქედან გამომდინარე 2023 წელს უკრაინა და “ნატოს” ქვეყნები 45 მილიარდ დოლარს მიიღებენ.