მხოლოდ 2 დღე გავიდა წლის დაწყებიდან და უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი უკვე 80-ს აჭარბებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი Shahed ტიპის დრონებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს, და ალბათობა დიდია იმისა, რომ რუსეთის სამიზნე ობიექტი ენერგეტიკული სექტორი იქნება.
"მხოლოდ 2 დღე გავიდა წლის დაწყებიდან და უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი უკვე 80-ს აჭარბებს. ეს რაოდენობა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიზარდოს.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი Shahed-ებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი, შესაძლოა, ჩვენი ხალხის გადაღლაზე, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული სექტორის განადგურებაზე იყოს დადებული. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტერორისტების ეს მიზანი იქნება წარუმატებელი, ისევე, როგორც სხვები." - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press