ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება სოლიდარობის აქციები. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოქალაქე, განურჩევლად პარტიული,პოლიტიკური მრწამსისა, მიიღებს მონაწილეობას ამ სოლიდარობის აქციაში. ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. რამეთუ ისინი აცნობიერებენ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი.
ამიტომ, ყველას გელოდებით,საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და თბილისში - მშვიდობის ხიდზე 18:00 საათზე”- აღნიშნა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press