უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკის სერგეი კობილაშის და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ადმირალი იგორ ოსიპოვის წინააღმდეგ პირველი ბრალდებები წარმოადგინა.
SBU-ს ცნობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან სერგეი კობილაში ასრულებდა რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებებს უკრაინის ქალაქების განადგურებასთან დაკავშირებით.
სერგეი კობილაშს და იგორ ოსიპოვს ბრალი ორი მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს აგრესიული ომის მომზადება წარმოებას, და ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press