რუსეთი მობილიზებას ახდენს იმ ადამიანების, ვისაც სასიკვდილოდ იმეტებს, ჩვენ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას ვახდენთ სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ტერორისტული სახელმწიფო ეცდება, სიატუაცია შემოაბრუნოს და დამარცხება გადაავადოს, თუმცა უკრაინის გეგმაა, ეს რუსული სცენარი ჩაშალოს.
„ეჭვიც არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ, ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან. უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ჩვენ ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press