საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
მისალოცი წერილი პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს!
ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.
„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარ...
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულ...
საქართველოს ბანკი 2012 წლიდან საჯარო მეტყველები...
Mana press