ზაპოროჟიეს ოლქის 4 დასახლებაში 260-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინამ ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი და 10-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
”2 იანვარს, მტრის დამარცხება დადასტურდა ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილიევკას დასახლებებში. განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებული და დაჭრილია 260-მდე შეიარაღებული სამხედრო რუსეთის ფედერაციის ძალებში", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულს წინ ხერსონის ოლქის სოფელ ჩულაკოვკასთან მომხდარი შემთხვევა უძღოდა, რა დროსაც დაიღუპა ან დაიჭრა 500-მდე რუსი ჯარისკაცი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press