ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა.
ლუკაშენკომ მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ილია მეორეს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბიანი აღორძინება და შენარჩუნება.
“მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავად მსახურობთ უძველესი და ბრძნული ქრისტიანული იდეების დამტკიცების სფეროში. თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბიანი აღორძინება და შენარჩუნება. თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას თქვენი მრევლის გულებში, რომელთაგან ათიათასობით თქვენი ნათლულია. თქვენი პირადი მაგალითით შთააგონებთ ყველა მორწმუნეს და ურწმუნოებს მოყვასის მიმართ მოწყალებას, კეთილ საქმეებსა და მოყვასის სიყვარულს. ღრმა პატივს ვცემ თქვენს მაღალ სამსახურს, მთელი გულით გისურვებთ მრავალ სულიერ და სხეულებრივ ძალებს მთავარპასტორალური მისიის შესრულებაში ეკლესიის და ქართველ ხალხის საკეთილდღეოდ”, - ნათქვამია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press